ახალციხის N2 სკოლა ნიკო კეცხოველის გზაზე

მესხეთში, ქალაქ ახალციხის N2 საჯარო სკოლა 2018 წლის მაისში ხალისით ჩაერთო კონკურსში, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მოსაპოვებლად. ამის შემდეგ ეკოკლუბის წევრებმა მოაწყეს საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან, მშობლებთან და თემის სხვა წევრებთან. შეხვედრაზე სტუმრად მოიწვიეს ახალციხის სატყეო სამსახურის სამმართველოს უფროსი, ქალაქ ახალციხის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე, რომელიც ამავე დროს გახლავთ გარემოს დაცვის ექსპერტი და სამცხე ჯავახეთის ასპინძა ახალქალაქის სატყეოს უფროსი. 

შეხვედრას ესწრებოდნენ კონკურსის ფარგლებში სკოლის პარტნიორი - სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის დირექტორი, მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად. შეხვედრაზე ისაუბრეს კონკურსის მოლოდინების და გეგმების შესახებ. ახალციხის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, ბელა დიასამიძის მხრიდან, კომპეტენტურმა სტუმრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს მოსწავლეების და მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებს. 

ბავშვები მოტივირებულნი არიან აქტიურად ითანამშრომლონ სახლმწიფოსტანაც და ეკოკლუბთანაც. ახლო მომავალში იგეგმება ლაშქრობა ადიგენის (გოდერძის უღელტეხილი) მიმართულებით. ნიკო კეცხოველის ნაკვალევზე ბავშვები მოინახულებენ გაქვავებულ ტყეს და აწარმოებენ დაკვირვებას - თუ რა მდგომარეობაშია ეს უნიკალური ადგილი ისტორიული და ეკოლოგიური თვალსაზრისით.