ქობულეთის სოფელ ლეღვაში ბავშვები საზოგადოებას გარემოს დაცვისაკენ და დასუფთავებისაკენ მოუწოდებენ

ნიკო კეცხოველის პრემია 2019-ის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის რაულ მჟავანაძის სახელობის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ბუნების ზარი" საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა აქტივობა და სტუკერები, რომლითაც მოსახლეობას გარემოს დაცვისაკენ და დასუფთავებისაკენ მოუწოდებენ.

ამას გარდა, სოფელ ლეღვას N2 სკოლის ეკოკლუბელები საზოგადოებას მოუწოდებენ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მოსახლეობის ინტერესი გამოიწვია სტიკერებმა: "არ დაყაროთ ნაგავი" "გაუფრთხილდით თქვენს სახლს", "ნუ მოსწევთ სიგარეტს" და ასე შემდეგ...

ქობულეთის მუნიციპალიტეტის რაულ მჟავანაძის სახელობის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში 2016 წლიდან მონაწილეობს.