ფოთის N12 სკოლის ეკოკლუბმა სანიტარიასა და ჰიგიენაზე კვლევა ჩაატარა

ქალაქ ფოთის #12 საჯარო სკოლის გუნდმა "გარემოსდამცველებმა“, რომელიც ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ სასკოლო კონკურსში მონაწილეობს, ჩაატარა კვლევა სანიტარიასა და ჰიგიენაზე წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით, 

კვლევის ავტორებმა შორენა ლოჩოშვილმა და მარიკა ლაგვილავამ ჩაატარეს გამოკითხვა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით სკოლაში არსებული საჭიროებების გამოვლენა. 

კვლევის ამოცანებს შეადგენდა შემდეგი საკითხების გარკვევა: არის თუ არა სანიტარული სისტემა გამართული .რამდენად ხელმისაწვდომია ტუალეტები უმცროსი ბავშვების ასაკისა და შშმ მოსწავლეებისათვის .რამდენად ხშირად ხორციელდება სკოლაში ჭიების საწინაღმდეგო პროგრამა . ხელმისაწვდომია თუ არა ხელის დასაბანი საშუალებები სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 227, მათ შორის გოგო-112, ბიჭი-115, სკოლაში სამი შშმ გოგონა სწავლობს. ფოთის #12 საჯარო სკოლაში 27 პედაგოგია, აქედან 24 ქალია, 3კი-მამაკაცი. სკოლაში არსებობს 8 ფუნქციონირებადი ტუალეტი 3 მხოლოდ გოგონებისათვი, 3 მხოლოდ ბიჭებისათვის და 2 პედაგოგებისათვის. ტუალეტები ჩასარეცხი ტიპისაა, მაგრამ არ არის ადაპტირებული შშმ ბავშვებისათვის, თუმცა ხელმისაწვდომია უმცროსი ასაკის მოსწავლეებისათვის. საკეტი შიგნიდან აქვს ზოგიერთ მათგანს. სანიტარული სისტემა გამართულია, ტუალეტების სისუფთავეზე პაუხისმგებელია დამლაგებელი. 

სკოლაში მოსწავლეების მიერ ტუალეტების დასუფთავება არ ხდება. ჭიების საწინააღმდეგო პროგრამა განხორციელდა წინა საწავლო წელს, ბავშვები ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატს ღებულობენ ერთხელ წლის განმავლობაში. ჰიგიენა: სკოლაში მოსწავლეებს აქვთ ხელის დაბანის საშუალება, რომელშიც წყლის მოწოდება ხდება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან. სკოლაში ფუნქციონირებს 4 ერთეული ხელსაბაბი. საპონი ხელმისაწვდომია ყოველთვის და ამჟამადაც არის ხელის დასაბან საშუალებებთან. ხელის დასაბანი საშუალებები ხელმიაწვდომია, როგორც შშმ მოსწავლეებისათვის, ასევე უმცროკლასელთათვისაც. სკოლაში ჰიგიენა არ ისწავლება ცალკე საგნად, მაგრამ იწავლება, როგორც ძირითადი სასაწავლო პროგრამის ერთი კომპონენტი. „გარემოსდამცველების“ მიერ განხორციელებული აღნიშნული აქტივობა გარკვეულ წვლილს შეიტანს გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი 6-ის განხორციელებაში.