ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის "დედამიწა ჩვენი სახლია" წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში დისტანციურად შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები და ონლიან დაურიგეს ერთმანეთს.
ეკოკლუბის წევრებმა მოამზადეს ბუკლეტები და სხვადასხვა სოციალური გვერდებით გააგზავნეს მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და სოფლის სხვა პირებს. მოსწავლეებმა ახალი COVID-19-ის ვირუსის ადრეული გამოვლენისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შეიმუშავეს პირადი ჰიგიენის რეკომენდაციების და ზოგადი რჩევების ბუკლეტი.
ბუკლეტში დეტალურად აღწერეს ვირუსის არსი, ძირითადი სიმპტომები, გავრცელების წყაროები, პირბადის გამოყენების, პირადი ჰიგიენის დაცვის, სწორი კვების და მოგზაურობისას ქცევის წესები.