სოფელ ბადიაურის სკოლის ეკოკლუბელები ქარსაცავი ზოლის მოწყობას ითხოვენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ედელვაისის" წევრები და კლუბის ხელმძღვანელი აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ მერიასთან და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. ეკოკლუბელები წერენ მრავალ პროექტებსა და საპროექტო განაცხადებს, რომლებსაც ხშირად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მერიააც უფინანსებს.

ამჯერად ეკოკლუბელებმა დაწერეს საპროექტო განაცხადი ალვის ხეების კორომის გაშენებასთან დაკავშირებით. ეს პროექტი მოიცავს, 30 ალვის ხის ნერგის მოძიებას და ბადიაურის საჯარო სკოლასა და ბადიაურის საბავშვო ბაღს შორის ქარსაცავი ზოლის მოწყობას.

ბადიურში ხშირია სეზონური ქარი, რის გამო სხვადასხვა მცენარე ზიადნება და ასევე თავად სკოლის შენობასაც ექმნება პრობლემა. სწორედ ამიტომაც საჭიროა ქარსაცავი ზოლის მოწყობა.

ეკოკლუბელებმა სრულად გაწერეს პროექტი და ქარსაცავი ზოლის მოწყობის წინადადებით მიმართეს ადგილობრივ მერიას.