ბაღდათის სოფელ პირველი ობჩის სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტს სოფელში დამატებითი ნაგვის ურნები დაადგმევინეს

ბაღდათის მერიამ 2017 წელს დადგა ნაგვის ურნები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის თემში, თუმცა ურნების რაოდენობა არ იყო საკმარისი და ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული ხდებოდა ნაგავი, ნაგვის ურნების გვერდით დაედო. გვერდით დადებული ნაგვები სხვადასხვა მიზეზით იბნეოდა და მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა როგორ ჰიგიენური ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით. 

ამასთან დაკავშირებით, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მიმართა ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებს პირველი ობჩის თემში დახმარებისათვის.

ბავშვებმა სახელმწიფოსთან თანამშრომლობით შეძლეს და მუნიციპალიტეტს სოფელში დამატებითი ნაგვის ურნები დაადგმევინეს.