ოზურგეთის დაბა ნარუჯას სკოლის ეკოკლუბმა ნიკო კეცხოველის წიგნების მიხედვით იმერეთი დალაშქრა

ოზურგეთის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სასწავლო წლის ბოლოს "აღმოაჩინე საქართველოს’’ ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით ექსკურსია-ლაშქრობების დაგეგმვისას ექსკურსიის ხელმძღვანელებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და ნიკოკეცხოველის მიერ გავლილ სხვადასხვა ტურისტული მარშრუტებზე ესაუბრნენ და დაავალეს გაცნობოდნენ ინფორმაციას ამ ტურისტულ მარშრუტებში შემავალი ღირსშესანიშნაობების შესახებ.

ინფორმაციის მიღების შემდეგ მე-4კლასში კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ღლონტის ხელმძღვანელობით მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია-ლაშქრობა, რომელიც მიზნად ისახავდა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთში არსებული დაცული ტერიტორიების სათაფლიის აღკვეთილის, პრომეთეს მღვიმეების და ისტორიული ძეგლის გელათის მონახულებას. მოსწავლეები წინასწარ გაეცვნენ ინფორმაციას იმ ადგილების შესახებ, რომლის მარშრუტის გავლასაც აპირებდნენ. 

დღეისათვის საქართველოში 19 აღკვეთილია, მათ შორის სათაფლიის აღკვეთილი. დასავლეთ საქართველოში იმერეთის რეგიონში 4 ასეთი აღკვეთილია, რომელიც წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. სათაფლიის დაცული ტერიტორიების ფართობი 504 ,6კმ-ს შეადგენს. 1996 წლამდე საქართველოში აღკვეთილების კატეგორიები არ არსებობდა. 1997 წლიდან საქართველოს კანონის ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ’’ თანახმად არსებული სატყეო სამონადირეო მეურნეობის ბაზაზე შეიქმნა. ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია, სათაფლიის აღკვეთილმა, დინოზავრის ნაკვალევმა, ველური ფუტკრის საბინადრომ რომელიც მხოლოდ რამდენიმე ოჯახია შემორჩენილი და კოლხურმა ტყემ, კერძოდ უთხოვარმა. პრომეთეს მღვიმე ხომ საოცრებაა ,რომელმაც ბავშვებში დიდი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა გამოიწვია სტალაქტიდებმა და სტალაგმიტებმა ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამ საოცარ სანახაობასთან სურათები გადაეღოთ. 

პრომეთეს მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს და 2011 წელს გაიხსნა მნახველებისათვის, სადაც 16 დარბაზია ტემპერატურა კი მუდმივად 16 გრადუსია. ბავშვებმა ძალიან ისიამოვნეს და გაერთვნენ ამ შესანიშნავი ადგილის მონახულებით. შემდეგი ექსკურსიის გაგრძელება მე-12 საუკუნის გელათის სამონასტრო კომპლექსის მონახულება გახლდათ, რომელიც ქუთაისის ჩრდილო დასავლეთით 11კილომეტრზე მდინარე წყალწითელას ხეობაში მდებარეობს, ,,გელათი’’უშუალოდ უკავშირდება ბერძნულ სიტყვას ,,გენა’რაც ნიშნავს ,,შობას’’. გელათი ტყიბულის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ცნობა გელათის მონასტრის კომპლექსის შექმნისა ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში-,,დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა.....’’ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი ექსკურსიისა დავითის საფლავი გახლდათ სადაც მოსწავლეებმა შესწავლილი გაკვეთილები გაიხსენეს, გაიღრმავეს ცოდნა და ემოციურად წაიკითხეს ანა კალადაძის ლექსი ,,ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით... საქართველოის ყოვლის პყრობელმან ვისურვე დავით...’’ შთაბეჭდილებებით, ემოციებით დატვირთული დაბრუნდნენ ბავშვები. მათი შთაბეჭდილებები ეკოკლუბის წევრების მიერ სპეციალურად გამოშვებულ კედლის გაზეთში აისახება.