ზუგდიდის სოფელ ახალკახათის სკოლის მოსწავლეებმა კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ მზრუნველობის ქვეშ აიყვანა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიმდებარე ტყე-პარკის გარკვეული ტერიტორია.

ტერიტორიის დასუფთავებაში კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო ზემო სვანეთის სკოლის მოსწავლეებმა და მათ შორის ახალკახათის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "გვიმრას“ წევრებმა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სისუფთავის მონიტორინგის და დაბინძურების პრევენციის მიზნით განთავსდა საინფორმაციო ბანერი.