ჩხოროწყუს სოფელ თაიაში ნაგვის ურნები სკოლის ეკოკლუბის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ დაიდგა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში არ იყო ნაგვის ურნები და ნაგავი უკონტროლოდ იყრებოდა ყველგან. თაიას საჯარო სკოლის გუნდის „მწვანე მომავალის“ წევრებმა მიმართეს განცხადებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს, რომ სოფელ თაიასთვის მიეცათ რამდენიმე ნაგვის ურნა არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

მუნიციპალიტეტის მერმა გაითვალისწინა გუნდის წევრების თხოვნა და სოფელ თაიას გადასცა 4 (ოთხი) ნაგვის ურნა. გუნდის წევრების თხოვნით ტრანსპორტირება უზრუნველყო მერის წარმომადგენელმა თაიას ადმინისტრაციულ ერთეულში, ბატონმა მამამზე საჯაიამ. გუნდის წევრებმა ურნები განათავსეს სოფლის ოთხ უბანში.

სოფელ თაიას საჯარო სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.