თიანეთის N2 საჯარო სკოლის ეკოგუნდის გარემოსდაცვითი აქტივობის შესახებ გამოაქვეყნა სტატია თიანეთის ადგილობრივმა გაზეთმა - "თიანეთის მომავალი". სტატიის ავტორმა, ინგა ჩიტაურმა სტატიაში ისაუბრა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიისა და მასში შემართებით მოასპარეზე გუნდის "მწვანე თიანეთის" შესახებ.
როგორც თიანეთის N2 სკოლის მოსწავლეები ამბობენ, გაზეთი "თიანეთის მომავალი" ამ მოსწავლეების დიდი გულშემატკივარია და მზადაა, რომ ბავშვებს მუდმივად გაუწიოს დახმარება ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების გასაშუქებლად და გააცნოს თიანეთის მოსახლეობას "აღმოაჩინე საქართველო" და გუნდი "მწვანე თიანეთი".