დრონს დღე-ღამეში 100 000 ხის დარგვა შეუძლია

იმ დროს, როცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს 187%-ის ფართობის ტყე იჩეხება. ეკოლოგებს დახმარებას ტექნოლოგიების სთავაზობენ. ხის დარგვა უკვე დრონითაც შესაძლებელია.

დღეის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად 15 მილიარდი ხე იჭრება და 9 მილიარდი ირგვება, ანუ ხეების რაოდენობა წლიურად 6 მილიარდით მცირდება. 20 წლის განმავლობაში ტყის ფონდის დანაკრგი მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღწევს, რაც საქართელოს, აზერბაიოჯანის სომხეთისა და თურქეთის ჯამურ ფართობს აღემატება.

ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ 1 ზრდასრული ხე გაცილებით მეტ ჯანბადს გამოყოფს, ვიდრე 10 ახლადდარგული, რაც არასრულ ჩანაცვლების პროცესს კიდევ უფრო აჭიანურებს და არაეფექტიანს ხდის.

ხის დარგვა ხარჯებთანაა დაკავშირებული. თავად ნერგი, მიწის გათხრა, მორწყვა, მუშისთვის გადახდილი ხელფასი... გარკვეული დოზით ხარჯების დაზოგვა ტექნოლოგიებს, კერძოდ კი დრონებს შეუძლიათ. მისი ეფექტი ძნელად მისადგომ ადგილებში უფრო მეტად იზრდება.

BioCarbon Engineering ბრიტანული კომპანიაა რომლის 1 დრონს 1 დღეში 100 000 ხის დარგვა შეუძლია. დრონი 1 ჰექტარზე 300 ხეს რგავს. ერთი ხისთვის განსაზღვრული ფართობი საშუალოდ 33 კვადრატული მეტრი გამოდის, ეს კი იმას ნიშნავს რომ ორ ხეს შორის მანძილი 3.1-3.2 მეტრი იქნება რაც მათ შემდგომ ზრდა-განვითარებას ხელს არ შეუშლის. ამ გათვლებით მხოლოდ ერთ დრონს გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე 5-6 მილიონი ხის დარგვა შეუძლია. 20 ასეთი დრონი კი 3300 კვადრატულ კილომეტრზე დარგულ 100 მილიონ ხეს ნიშნავს და ეს ყველაფერი მხოლოდ 1 წელიწადში.

ინჟინერთა გათვებით ინივაციური მეთოდი ტრადიცულიზე მინიმუმ 10-ჯერ უფრო სწრაფი და 5-ჯერ უფრო იაფი უნდა იყოს.