როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ქართულ ებრაული საწარმო "ჯი აი ჯი“. კორონა ვირუსის ეპიდემიად გამოცხადების შემდეგ, სწორედ ამ საწარმოში ინტენსიურად დაიწყო სამედიცინო პირბადეების წარმოება.
სოფელ ქვემო ბოდბის ტერიტორიაზე გახსნილ სამკერვალო საწარმოშიც დაიწყო სამედიცინო პირბადეების წარმოება, რომელმაც გაიარა ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაში. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს სკოლის ეკოკლუბელებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ჩაატარეს მცირე მოკვლევა, რომლის მიზანიც იყი აღიშნული პირბადეების სანდოობის ხარისხის გაგება და საზოგადოების ინფორმირება.
ეკოკლუბელებს აინტერესებდათ როგორ იკერებოდა, ან რა ეტაპებს გადიოდა პირბადეები კერვის დაწყებიდან დასრულებამდე. სწორედ ამ მიზნით, ეკოკლუბის ხელმძღვანელი თამარ მუმლაძე დაესწრო ზემოთაღნიშნულ პროცესს.
როგორც სოფელ მაღაროს სკოლის ეკოკლუბმა მოიკვლია, პირბადეები იკერება სამედიცინო ქსოვილით, რომელსაც ორი ფენა ფილტრის ქსოვილი აქვს შიდა ფენაზე, ასევე პირბადეებს უტარდებათ თერმული დამუშავება სპეციალური აპარატის საშუალებით. იმ შემთხვევაში თუ დიდი რაოდენობის გამო ვერ მოხერხდა სრულად თერმული დამუშავება, პირბადეებს ფუთავენ სპეციალურ კონტეინერებში და აგზავნიან შესაბამის საწარმოში .
ამ ვიზიტით ეკოკლუბელები დარწმუნდნენ ადგილობრივი წარმოების პირბადეების უსაფრთხოებაში და იმედი აქვთ, რომ აღნიშნული პირბადეები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კორონავირუსის პრობლემის უკეთ დაძლევაში გამოადგებათ.