"გაამწვანე დისტანციურად" - სოფელ ახუთის N1 სკოლის ეკოკლუბის ინიციატივა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე რეინჯერებ"-ის წევრებმა გადაწყვიტეს წამოეწყოთ ინიციატივა მოწოდებით "გაამწვანე დისტანციურად", რათა ქვეყანაში შექმნილი ასეთი რთული ვითარება ნეტ-ნაკლებად საინტერესო და პროდუქტიული გაეხადათ.

ეკოკლუბის წევრებმა 22 აპრილი  - დედამიწის დღე აღნიშნეს სახლებში და ამ დღესთან დაკავშირებით შეეცადნენ მათი ეზოების წინ მდებარე მწვანე ნარგავები გაემავალფეროვნებინათ. "მწვანე რეინჯერებს"-ს წევრებმა გადაწყვიტეს მოჭრილი ხეების აღსადგენად და და სანაცვლოდ ახალი ნერგები დაერგათ.

თითოეულმა ეკოკლუბელმა სხვადასხვა ჯიშის ხე სხვადასხვა რაოდენობით დარგო.

წარმოდგენილ ფოტოზე ერთ-ერთი ეკოკლუბელია გამოსახული, რომელმაც სახლთან ახლოსმდებარე ტყეში მარტომ ათი ძირი ნაძვი დარგო.

ამ ინიციატივაში მონაწილეობა ექვსმა ეკოკლუბელმა მიიღო.