ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეს N1 სკოლა კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად წელსაც იბრძოლებს

სამეგრელოში, ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი “ქლოროპლასტი“ , კვლავ ჩაერთო კონკურსში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019, სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა მაკა სახურიამ კლუბის წევრებს გააცნო კონკურსის პირობები და მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც გუნდმა უნდა გაითვალისწინოს აქტივობის განხორციელებისას. 

მოსწავლეებმა დეტალურად განიხილეს ქულების დაგროვების წესები, დასახეს კლუბის სამოქმედო გეგმა, მისი განხორციელების გზები. ჩამოაყალიბეს სამი გუნდი, სხვადასხვა მიმართულებით. დათქვეს სასკოლო პერიოდში, თვეში ერთხელ, გუნდებმა გააკეთონ პრეზენტაციები. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს დაგეგმონ და მონაწილეობა მიიღონ გარემოს დაცვითი ღონისძიებებში.