სამეგრელოს "მწვანე ბავშვები" ირჩევენ "მწვანე პროფესიებს"

სასწავლო კურსის – „მწვანე სპეციალისტი – სწორად შერჩეული პროფესია“ ფარგლებში ზუგდიდის ეკოჰაბში ჩატარდა კონკურსი მოსწავლეებისთვის, რაშიც მიიღო მონაწილეობა სოფელ თაიას საჯარო სკოლის გუნდის „მწვანე მომავალის“ ორმა წევრმა: თათია და ბორის საჯაიებმა. 

ინტერაქტიული კურსის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ "მწვანე პროფესიებს" და კურსის დამთავრების შემდეგ მათ მიიღეს მონაწილეობა ვიდეო-კონკურსში. კონკურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი "მწვანე პროფესია" და ერთწუთიანი ვიდეო გადაიღეს. 

გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა ვიდეორგოლის ატვირთვიდან 3 კვირის შემდეგ მოწონებების მიხედვით და მას გადაეცემოდა საჩუქრად ციფრული ტექნიკა. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამარჯვებული გახდა თაიას საჯარო სკოლის გუნდის „მწვანე მომავალის“ წევრი თათია საჯაია და ზუგდიდის ეკოჰაბში მას საზეიმოდ გადაეცა პრიზი.