თბილისის N169 სკოლის ეკოკლუბელებმა ბექობის არწივზე დაკვირვებაში მიიღეს მონაწილეობა

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურში ჩაბმული თბილისის 169-ე საჯარო სკოლის გუნდს საშუალება მიეცა საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილ ბექობის არწივზე მოეხდინა დაკვირვება. ბავშვები იმყოფებოდნენ ქალაქ რუსთავთან ახლოს, სადაც დააკვირდნენ ბექობის არწივსა და მის მართვეებს, ფრინველის ბუდე ელექტროანძაზე იყო მოთავსებული. 

სპეციალისტების მიერ მოხდა ბუდიდან მართვეს ამოყვანა და მასზე გადამცემის დამაგრება. პროცესი საკმაოდ რთული და ფაქიზად შესასრულებელი აღმოჩნდა, რათა არ დაზიანებული ფრინველი. გადამცემი, რომელიც ფრინველზე დამაგრდა ყოველ ორ საათში მიაწვდის ინფორმაციას დამკვირვებელს მისი ადგილმდებარეობის შესახებ.

"როგორც SABUKO-წარმომადგენლებმა გვითხრეს, საქართველოს პოპულაცია მცირდება. პოპულაციის შემცირების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს ტყის მასიური დესტრუქცია, რაც ამცირებს ფრინველის საბუდარ ადგილებს. ამჟამად საქართველოში 25-45 მობუდარი წყვილია აღრიცხული. აქედან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბექობის არწივის,როგორც მოწყვლადი სახეობის საბინადრო გარემოს შენარჩუნებას. ამ აქტივობით ვეხმიანებით მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს-დედამიწის ეკოსისტემები" - ამბობს თბილისის N169 სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, დათო ხვედელიძე.