სოფელ რუისის სკოლის მოსწავლეები საზოგადოებას გარემოს დანაგვიანების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის გუნდი" რეინჯერები" "აღმოაჩინე საქართველოს"ფარგლებში იმყოფებოდნენ ლაშქრობაზე ბატეთის ტბაზე.

გუნდის წევრებმა ლაშქრობის დროს საკუთარი ხელით შექმნეს ბანერი წარწერით: "ნუ დაანაგვიანებ გარემოს". და ბავშვებმა აღნიშნული ბანერები მისასვლელ გზასა და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართეს. რუისელი მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ამით პოპულარიზაციას უწევენ გარემოს დაცვას.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.