დასუფთავების აქცია ბორჯომის სოფელ ანდეზიტის სკოლაში

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

დასუფთავებაში მონაწილეობდნენ ასევე სკოლის პედაგოგებიც და ბაკურიანის დასუფთავების სამსახურის მანქანით მოხდა ნაგვის გატანა. აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და საკუთარი წვლილის შეტანა გარემოს დაცვის საქმეში.

სოფელ ანდეზიტის სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში მესამე წელია აქტიურად მონაწილეობს.