როგორ წაიყვანა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, სოფელ თხილნარის N1 სკოლის ეკოკლუბელები ნიკო კეცხოველის წიგნმა

დადგა ზაფხული და ხელვაჩაურის სოფელ თხილნარის N2 სკოლის მოსწავლეებმა კვლავ აქტიურად განაგრძეს გარემოსდაცვითი საქმიანობა. სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადაიკითხეს ნიკო კეცხოველის წიგნი “მეცხრე მთაც გადავიარეთ“, მიმოიხილეს წიგნში გავლილი მარშრუტი და ამ მარშრუტის მიხედვით წავიდნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. 

კეცხოველის წიგნში ვკითხულობთ: "ბათუმის ბოტანიკურ ბაღის ტერიტორიაზე მსოფლიო მცენარეულობის შემდეგი განყოფილებანია: ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, აღმოსავლეთ აზიის, მექსიკის, ხმელთაშუა ზღვის, კავკასიის. აქ შემორჩენილი და დაცულია კოლხური ტყე თავისი მარადმწვანე ქვეტყით, მხვიარა მცენარეებით, უნიკალური წიფლნარით, წაბლნარით და სხვა მცენარეებით.ბაღს ამშვენებს უზარმაზარი ევკალიპტი, დიდი მუხის ტოლი მაგნოლია, საფევის მუხა, არაუკარია, კუნინგამია, კრიპტომერია და პალმების კოლექცია".

დღეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია უფრო გაიზარდა და კეთილმოეწყო. შეივსო სხვადასხვა ჯიშის მცენარეებით. აქ კარგად მუშაობს სასათბურე მეურნეობა, რისი საშუალებითაც ხდება ბაღის მცენარეების შევსება. ბოტანიკურ ბაღი დამეგობრებულია მსოფლიო ბოტანიკურ ბაღებთან. ბაღის ტერიტორია შეგიძლია მოიარო ფეხით და ღია ავტობუსით. 

როგორც მთელს აჭარაში ასევე აქაც მოჩანს ხმელი წაბლის ხეები. ბაღის ტერიტორიიდან ჩანს უმშვენიერესი ზღვის ხედი.სამწუხაროს ზღვსი სანაპირო ბევრ ადგილას დანაგვიანებულია ნარჩენებით და არადაგეგმარებული შენობებით. დაბოლოს ბათუმის ბოტანიკური ბაღი საუკეთესო თვალსაჩინოებაა სხვადასხვა ეკოსისტემების სანახავად და შესასწავლად, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად