"ბავშვების, მოზარდების და მშობლების თვითრეალიზება"

ახმეტის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი MOLLY აქტიურად განაგრძობს პროექტში მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში. ეკოკლუბი MOLLY დაესწრო ონლაინ შეხვედრას ხაშურის ამერიკული კუთხის გვერდზე, რომელშიც რამდენიმე თემა იყო გაერთიანებული და რომლის მომხსენებელიც მედეა ბარბარიანი იყო.

ეკოკლუბი უკვე მეორედ დაესწრო მედეა ბარბარიანის სემინარს, წინა სემინარი ოჯახში ძალადობას ეხებოდა.ახლანდელი შეხვედრაში კი საუბარი იყო ბავშების, მოზარდების, მშობლების თვითრეალიზებაზე, მშობლების დამოკიდდებულებები ბავშვების მიმართ და პირიქით, გარდამავალი ასაკის კრიზისზე და სხვ..

ზოგადად ეს საუბრები ეხება და ერთიანდება ერთ-ერთ პროექტში - ,,ოჯახის დაგეგმვა''. ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ოჯახური ძალადობა ხდებოდა ხდება და მომავალში რომ აღარ მოხდეს აუცილებელია გავიაზროთ საკუთარი პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით.რაც შეეხება ბავშვების, მოზარდების და მშობლების თვითრეალიზებას, ისევე როგორც ბავშვებსა და მოზარდებს აქვთ მშობლის მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობა, ისე აქვს მშობელს.

რადგან მშობელი შვილზე უფროსია, არ აქვს უფლება მას შეზღუდოს გარკვეულ საკითხებში. ეს შეხვედრაც სწორედ ამას ეხებოდა, კარგად განმარტა მომხსენებელმა აღნიშნული საკითხი..

სემინარს ესწრებოდა ეკოკლუბ MOLLY-ის ერთი წევრი, თემით დაინტერესებამ გამოიწვია მთეკლს ეკოკლუბთან ამ თემასთან დაკავშირებით ონლაინ სემინარის ჩატარება.