მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები შეხვდნენ სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ეკოკლუბელებმა აზერბაიჯანელ თანატოლებს გააცნეს მათ მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობები და აუხსნეს, თუ როგორ ჩაერთონ კეცხოველის სასკოლო კონკურსში.
სასკოლო პრემიას კიდევ ერთი სკოლა შეემატა სოფელ არაფლოს სახით. ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ ისინი მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებენ და შეეცდებიან გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრას მარნეულის მუნიციპალიტეტში და არა მარტო მარნეულში.
შეხვედრა გაიმართა გარემოს მდგრადი განვითარების მიზანი 5-ის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესებას.