წალენჯიხის N1 სკოლის მოსწავლეები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უფროსს შეხვდნენ

წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მოაწყვეს შეხვედრა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უფროსთან, დავით მოლაშხიასთან. 

როგორც ცნობილია დედამიწაზე ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი უსაფრთხო სასმელ წყალზე. ამ მიზანთან მიმართებაში სკოლის კლუბმა ბატონ დავითთან განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა წყლის მდგრადი მართვა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა. 

ბატონმა დავითმა წყლის გაწმენდის ტექნოლოგიების შესახებ აუმაღლა ცოდნა. დასვეს საჭირბოროტო კითხვები, რომლებზეც მიიღეს დამაკმაყოფილებელი პასუხები. მომავალში დაიგეგმა წყლის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.