ქარელის N2 სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში არსებული ბზის ნარგავები შეწამლეს

შიდა ქართლიდან, კერძოდ კი ქალაქ ქარელიდან გვატყობინებენ, რომ ქარელის მე-2 საჯარო სკოლის ეზოში ულამაზესი რეკრეაციული პარკი არსებობს. აქ ვხვდებით უნიკალური ჯიშის ნარგავებს: ბზის, ტუიას,სხავდასხვა ყვავილოვან ბუჩქებს, ნაძვებს, ფიჭვებსდა ა.შ. სამწუხაროა, რომ ბზის ბუჩქებს ბოლო დროს გაუჩნდა სოკოვანი დაავადება ბზის სიდამწვრე და პარაზიტები.

ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ქალაქ ქარელის N2 საჯარო  სკოლის გუნდი "სკაუტები" მიუხედავად საზაფხულო არდადეგებისა, სკოლაში შეიკრიბა, აგროსპეციალისტთან გაიარეს კონსულტაცია და ბავშვებმა საკუთარი ძალებით შეწამლეს ბზის ბუჩქები. მოსწავლეები ბზებზე დაკვირვებას და მოვლას მომავალშიც გააგრძელებენ.

ქარელის N2 სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი და განსაკუთრებით აქტიური მონაწილეა.