იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ეკო–კლუბები შეიქმნა
იმერეთის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში: ზესტაფონში, თერჯოლაში, ტყიბულში, ხარაგაულში და წყალტუბოში ჩატარდა შეხვედრა–სემინარები პედაგოგებთან და მოსწავლეებთან.
შეხვედრის მიზანი იყო, სკოლებში ეკო-კლუბების შექმნა, პროექტის"ტყის მდგრადი მართვა " პრეზენტაცები, ასევე "ფოტო-სინთეზი 2016"–ის პრეზენტაცია და მისი დადებითი მხარეების ჩვენება.
შეხვედრების დროს ყველა სკოლაში გადაწყდა, რომ შეიქმნას ეკო-კლუბები, რათა მოსწავლეებს აუმაღლდეთ ცნობიერება გარემოსდაცვის კუთხით. ისინი ინტესიურად ჩაერთვებიან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტებში იმერეთის რეგიონში.
შეხვედრებმა უკვე ნაყოფიერი შედეგი გამოიღო, სკოლების პედაგოგები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში და ეკო-კლუბების შექმნაში.