წყლის მომარაგების და სისუფთავის პრობლემა თელავში

მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა ქალაქის მოსახლეობაში ჩაატარეს გამოკითხვა შემდეგ თემაზე: საიდან მარაგდება ქალაქი წყლით, არის თუ არა სასმელად უსაფრთხო? 

გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობამ აღნიშნა, რომ მათ წყალი გრაფიკით მიეწოდებათ და კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა ზაფხულის პერიოდში. მათ ისიც აღნიშნეს, რომ წყლის ავზები საიდანაც მოსახლეობა მარაგდება არაა გადახურული და იქ არსებული ბაქტერიები ძირითადად მზის სხივებით ნადგურდებიან.