ლენტეხის სოფელ ხოფურის სკოლის ეკოკლუბელებს გარემოსადაცვით აქტივობებში თემის მოსახლეობა ეხმარება

ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ლემმშვანიერას" წევრებმა შეხვედრა მოაწყვეს ხოფურის თემის მოსახლეობასთან. მათ ისაუბრეს გარემოსდაცვით პრობლემებზე ქვემო სვანეთში და კონკრეტულად ხოფურის თემში.

ბავშვებმა მოსახლეობასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველივე დარღვევა ბუნების არაგონივრულად გამოყენების შემთხვევაში არ იქნას უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე დატოვებული. ხოფურის თემის მოსახლეობამ ასევე გამოთქვა ეკოკლუბის მხარდაჭერის სურვილი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში წარმატების მისაღწევად.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის გუნდი კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა..