ხობის სოფელ ხეთის სკოლის ეკოკლუბი ეკოფილმების კვირეულს დისტანციურად ახორციელებს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ტყის მცველნის" ეკოფილმების კვირეულის ფარგლებში მესამე ჩვენება, 14 აპრილს გაიმართა. 

ეკოკლუბელების მიერ შერჩეული ფილმი "მოდის რეალური ფასია". ეს დოკუმენტური ფილმი ტანსაცმლის ინდუსტრიისა და პლანეტისადმი მის გავლენაზე მოგვითხრობს. კარგად გვაჩვენებს იმ ისტორიებს, რაც ბრჭყვიალა და მოდური ტანსაცმლის უკან იმალება.

ეკოკლუბის წევრები მოუწოდებენ სხვა სკოლების ეკოკლუბელებს აუცილებლად გაეცნონ ამ ფილმს და მიღებული ინფორმაცია მაქსიმალურად კარგად გამოიყენონ. მონაწილეები გაეცნენ რეალურ ინფორმაციებს იმის შესახებ თუ ვინ ქმნის ჩვენს ტანსაცმელს და რა რეალურ ფასს იხდის ამისთვის. 

ჩვენება ZOOM პლატფორმის საშუალებით გაიმართა და მასში მონაწილეობას "ტყის მცველნის" 10 წევრი იღებდა. ჩვენების ბოლოს მონაწილეებმა საკუთარი აზრები ერთმანეთს გაუზიარეს და გამართეს დისკუსია.