თელავის სოფელ კისისხევის სკოლის ეკოკლუბის ონლაინშეხვედრა დედაენის დღესთან დაკავშირებით

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანეების" კურატორ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ციცინო ლაფაურის მიერ ეკოკლუბის წევრებისათვის ჩატარდა ონლაინშეხვედრა თემაზე: "14 აპრილი დედაენის დღეა".

კურატორი  მოსწავლეებს ესაუბრა ქართული სალიტერატურო ენის როლისა და მნიშვნელობის შესახებ, გააცნო ქართული დამწერლობის ისტორია და უახლოეს წარსულში მომხდარი მოვლენები, როდესაც ქართველი ხალხი ერთსულოვნად გამოვიდა სახელმწიფო ენის დასაცავად, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება გაუქმებას უპირებდა, ეს მოხდა 1978 წლის 14 აპრილს. როგორც ცნობილია, ამ დღიდან  დედაენის დღედ 1978 წლის 14 აპრილი აღინიშნება, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ გააპროტესტა  ქართველმა საზოგადოებამ და მასობრივი გამოსვლები მოაწყო დედაენის დასაცავად. რუსთაველის გამზირზე 100 000 - ობით ადამიანი შეიკრიბა მშობლიური ენის დასაცავად. კრემლმა უკან დაიხია და ეს მნიშვნელოვანი დღე  ერის ისტორიაში დედაენის დღედ გამოცხადდა.

ონლაინშეხვედრის ძირითადი მიგნებები და სიახლეები მდგომარეობს შემდეგში: დედაენის დღის აღსანიშნავ ონლაინშეხვედრის შემდეგ  ეკოკლუბ "მწვანეების" საინიციატივო ჯგუფმა გამოაცხადა კონკურსი ამ თემაზე შექმნილი საუკეთესო ლექსის, მინიატურის, ჩანახატის, ნოველის, ესეს გამოსავლენად,  გამარჯვებულთა ნაწარმოებები გამოქვეყნდება ეკოკლუბის მიერ შექმნილ ფეისბუქგვერდზე, -"ეკოკლუბი, კისისხევის საჯარო სკოლა", სადაც განთავსებულია ეკოკლუბელთა აქტივობები. 

საჭიროა, ყოველთვის გვახსოვდეს ილია ჭავჭავაძის ბრძნული დარიგება, რომ  "ენას, მამულსა და სარწმუნოებას" ყოველთვის სჭირდება დაცვა და მოფრთხილება. ამ მიმართულებით სკოლაში შექმნილია "ქართული ენის სიწმინდის დაცვის საგუშაგო", რომლის წევრები სისტემატურად ზრუნავენ ქართული სალიტერატურო ენის დასაცავად, სკოლის ეკოკლუბი აქტიურად თანამშომლობს საგუშაგოსთან.

ზემოაღნიშნულ ონლაინშეხვედრას ესწრებოდა კისისხევის საჯარო სკოლის მე-9 კლასის 14 მოსწავლე. ამ აქტივობამ აამაღლა მოსწავლეთა ცნობიერება და დამოკიდებულება მშობლიური ენის მიმართ.