ახმეტის სოფელ მატნის სკოლის მოსწავლეების შეხვედრა ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალის ადმინისტრაციასთან

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტ "ნიკო კეცხოველის პრემია 2019"-ის ფარგლებში, შეხვდნენ ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალის რეინჯერს და ადმინისტრაციას. 

მათ მოსწავლეებს სლაიდებისა და ვიდეორგოლის საშუალებით, გააცნეს აღიშნული ნაკრძალის ფლორა და ფაუნა. ისაუბრეს თუ რას წარმოადგენს დაცული ტერიტორია და რით განსხვავდება ნაკრძალისაგან, როგორ უნდა დავიცვათ გარემო რომელშიც ვცხოვრობთ. 

შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე.