სოფელ თაიას სკოლის ეკოკლუბი ჩხოროწყუს მერიისგან ნაგვის ურნების დადგმას ითხოვს

სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეების ინფორმაციით, სამწუხაროდ სოფელ თაიაში არ არის ნაგვის ურნები, რის გამოც სოფლის მოსახლეობა ნაგავს ყრის პარკებში და შიგადაშიგ გზებზე ტოვებს, ან მდინარე ხაშაში ყრის. 

ამ რთულმა გარემოებამ დიდად შეაწუხა თაიას საჯარო სკოლის გუნდის, "მწვანე მომავალი’’-ს წევრები. მათ განცხადებით მიმართეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს და სთხოვეს სოფელ თაიას ნაგვის ხუთი ურნა გადაეცეს.

მოსწავლეების ინფორმაციით, რაც ზაფხული დაიწყო, ასე უკონტროლოდ მიყრილი ნაგავი დიდ საშიშროებას წარმოადგენს სოფელში ეპიდემიის გავრცელების კუთხით და ამ პრობლემას სასწარაფოდ მოგვარება სჭირდება.