ბაღდათის სოფელ პირველი ობჩის სკოლის მოსწავლეებს გარემოსდაცვით საქმიანობაში ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები ეხმარებიან

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ოზონის“ წევრებმა, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსისათვის დასახული გეგმით გათვალისწინებული შეხვედრის შემდეგ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება-გალამაზების მიზნით განახორციელეს საგაზაფხულო-საშემოდგომო ნათესებით სკვერის გამწვანება. 

ამ მნიშვნელოვან სამუშაო პროცესს გუნდის წევრებთან ერთად ესწრებოდა სხვა დაინტერესებული პირები და ადგილობრივი მერიის წარმომადგენელი პირველი ობჩის თემში - ხვიჩა ბურჯანაძე და წარმომადგენლის სპეციალისტი - ზურაბ გველესიანი. 

ობჩელი მოსწავლეები გამწვანების აქციებს შემოდგომაზეც გეგმავენ.