ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით ველორბოლა გაიმართა

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლაში ეკოკლუბის ,,ბაო“ ინიციატივით, სკოლის ეზოში ველორბოლა გაიმართა. 

მონაწილეებს სამი წრე უნდა დაერტყათ სკოლის შემოგარენისათვის, ჩართული იყო წამზომი, იყო აზარტი და ადრენალინი.შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა. სპორტული აქტივობის მიზანი მდგრადი განვითარების მესამე მიზნიდან გამომდინარეობდა. მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის. 

ველორბოლაში მონაწილეობა მეორე კლასიდან მეცხრე კლასის ჩათვლით ყველა მსურველმა მოსწავლემ მიიღო, დაცული იყო გენდერული ბალანსი, გოგონები შეჯიბრში ტოლს არ უდებდნენ ბიჭებს. აქტივობაში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ სპორტისა და უცხო ენის პედაგოგები. ველორბოლამ დიდი სიხარული და აღტაცება გამპოიწვია ბავშვებში. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით. ზაფხულის არადადეგებს მხიარულად შეხვდენენ. დაიგეგმა შემოდგომით ფართომასშტაბიანი ველორბოლა გაიმართოს სოფლის მაცხოვრებელთა ჩართულობით.