თიანელი მოსწავლეები სატყეო საქმის შემსწავლელ ლექციას დაესწრნენ

თიანეთის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ეწვინენ თიანეთის ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯს, სადაც ისინი ამავე კოლეჯის სტუდენტებთან ერთად დაესწრნენ სატყეო საქმის შემსწავლელი კურსის რიგით ლექციას. გაკვეთილი მიჰყავდა კოლეჯში მომუშავე მეტყევეს - ლერი ნაკვეთაურს, რომელმაც ისაუბრა სატყეო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამომწურავად უპასუხა მოსწავლეების შეკითვებს, ბავშვებმა კი, თავის მხრივ, გააცნეს მათ ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია. 

ამასთანავე, გაკვეთილზე იმყოფებოდნენ უკვე შემდგარი მეტყევეები, რომლებიც უფრო პროფესიონალურად ეუფლებიან სატყეო საქმეს კოლეჯში. გაკვეთილი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, საუბარი ეხებოდა ტყესთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებს, აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ხეების ჯიშებს, შეშით მომარაგების სისტემასა და სატყეო საქმესთან დაკაშირებულ მრავალ საკითხს. 

ლერი ნაკვეთაური და სტუდენტი-მეტყეეები მოსწავლეებს დაჰპირდნენ, რომ მათი აქტიური პარტნიორები იქნებიან. ამათანავე, დაგეგმეს ახლო პერიოდში ტყის ერთად მონახულება და ტყის პრობლემების აღმოსაფხვრელად მომავალი პარტნიორობა.