"მწვანე სკოლები" გურიიდან - ლაითურისა და ნარუჯას სკოლების აქტიური თანამშრომლობა გრძელდება

ოზურგეთის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ,,ეკოკლუბი-Nature’’-ს წევრებმა სკოლის ,,ეკოჰაბში’’ დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,მწვანე თაობას’’ უმასპინძლა. აღნიშნული სკოლის ეკოკლუბის წევრებს დიდი ხანია თანამშრომლობითი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან, გასულ საკონკურო სასწავლო წელს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში რამდენიმე ერთობლივი აქტივობა განახორციელეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ იმ შთაბეჭდილების გაზიარება, რაც ,,მწვანე თაობის’’ეკოკლუბის წევრებმა მიიღეს როგორც გასული საკონკურსო წლის გამარჯვებულმა გუნდმა ავსტრიაში მოგზაურობის დროს, პრეზენტაცია ნამდვილად საინტერესო და ემოციური იყო, რომელმაც მოსწავლეებში მოტივაციია კიდევ უფრო გაზარდა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის მიმართ. 

შეხვედრას ესწრებოდა აჭარა გურიის CENN-ის რეგიონალური კოორდინატორი ირაკლი მიქელაძე, რომელმაც მოსწავლეებს ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა და საჩუქრად ეკოკლუბის წევრებს ,,ჩემი მიზნების’’ წიგნები გადასცა.