თბილისის 169-ე სკოლის ეკოკლუბის აქტივობები კრწანისის ტყეპარკის "მწვანე ფესტივალში"

თბილისის N169 სკოლის ეკოკლუბმა მონაწილეობა მიიღეო კრწანისის ტყეპარკში გამართულ "მწვანე ფესტივალში". ეკოკლუბმა სამი აქტივობა წარმოადგინა - ვიქტორინა ნარჩენების მართვის საკითხებზე, თოჯინების თეატრი "შევამციროთ ნარჩენები " და თამაში "გამოიცანი ფრინველი". ბავშვებმა გამარჯვებულებს გადასცეს ორგანიზატორების მიერ მოწოდებული პრიზები. 

"მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა შეჯიბრებებსა და თამაშებში.მოვისმინეთ ლექცია დედამიწის პლასტმასით დაბინძურების შესახებ. ჩვენს აქტივობაში "გამოიცანი ფრინველი" ჩავრთეთ ფესტივალის სტუმარი შშმ პირები და გამოვლენილ გამარჯვებულებს გადავეცით საჩუქრად მაისურები და სტიკერები.დღის ბოლოს დავასუფთავეთ ტყე-პარკის ტერიტორია"  - ამბობს თბილისის 169-ე სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, დათო ხვედელიძე.