გარემოსდაცვითი ფლეშმობი თელავში

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანის N12."გონივრული მოხმარება და წარმოება" ფარგლებში, სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის და 6-გ კლასის მოსწავლეების თანამონაწილეობით მოეწყო აქცია " ჩვენი ქალაქი ჩვენი სახლია". 

აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა თელავის ცენტრალური ქუჩა (თეატრის წინ) გადაკეტეს და მოაწყვეს ფლეშმობი. მოუწოდეს მოსახლეობას, რომ თელავი იყოს ყველაზე სუფთა ქალაქი.