ფოთელი "ზურმუხტის რაინდების" გარემოსდაცვითი ტრენინგი უმცროსკლასელებისთვის

14 ივნისს, ქალაქ ფოთის N15 საჯარო სკოლაში ეკოკლუბის წევრებმა, "ზურმუხტის რაინდებმა", მეექვსე და მეშვიდე კლასების მოსწავლეებისათვის ჩაატარეს ტრენინგები გარემოს დაცვის თემაზე. გლობალური მნიშვნელობისა და მშობლიური ქალაქის პრობლემების შესახებ საუბრებმა და ინტერაქტიულმა სამუშაომ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ტრენინგის ყოველი მონაწილე და დამსწრე იმაში, რომ ამ სფეროში არ არსებობს წვრილმანი საკითხი.

ფოთელი მოსწავლეების აზრით, ადამიანის ყოველი არასწორი ნაბიჯი ბუნებასთან დამოკიდებულებაში ძვირად უჯდება მთელ გარემოს, ე.ი. თავად ადამიანს, საზოგადოებას, კაცობრიობას. მეექვსე - მეშვიდე კლასების მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეკოკლუბის მიერ ჩატარებული ტრენინგები. ეკოკლუბელების თქმით, ბევშვები უფრო მეტად დაფიქრდნენ გარემოს დაცვის პრობლემებზე და ეს უდავოდ ფოთელი "ზურმუხტის რაინდების" დამსახურებაა!