14 აპრილს, ქალაქ ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები, გაეროს გენერალურმა ასამბლეის მიერ აპრილის, როგორც აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო თვედ გამოაცხადების ინიციატივას შეურთდნენ.
ამასთან დაკავშირებით ეკოკლუბელებმა საინფორმაციო შეხვედრა განახორციელეს სპეციალური განათლების მასწავლებელთან და მენტალური ცენტრის პერსონალ ნესტან კაპანაძესთან, რომელმაც სიღრმისეულად ისაუბრა აუტიზმის შესახებ. ასავე შეხვედრის ფარგლებში მოხდა ფილმ - “ბუღალტრის“ განხილვა და აუტიზმთან დაკავშირება.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.