არამერქნული რესურსების კვლევა წეროვნის თემში

გლობალური ოანდემიის დაწყებამდე მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ  წეროვნის N1  საჯარო სკოლის  ეკოკლუბმა, ტელუსმა ჩაატარა არამერქნული რესურსების მოხმარების მასშტაბური კვლევა წეროვნის თემში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო წეროვნის თემის სოფლების: გოროვნის, წეროვნის და ჩრდახის მოსახლეობამ. კვლევის ფარგლებში  გამოიკითხა 222 ოჯახი. რესპოდენტებს შორის იყვენ: ოჯახის დიასახლისები, ხანდაზმულები, ბავშვები და ოჯახში მცხოვრები სხვა პირები.

კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება ეკოკლუბ ტელუსის საქმიანობის ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით. ამასთანავე, კვლევის ანგარიში მნიშვნელოვანი და ღირებული დოკუმენტია წეროვნის თემში არამერქნული რესურების მართვის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის.

არმერქნული რესურსების კვლევა შეგიძლიათ იხილოთ: https://drive.google.com/file/d/1Zm8TJbDp_wEIn0kDgm4h1JH4nx4fuSfo/view?usp=sharing