დასუფთავების აქცია მცხეთის სოფელ ნავდარაანთკარში

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის გუნდმა "მართვემ" ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მოაწყო დასუფთავების აქცია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში. 

სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მიერ განხორციელებულ აქციაში მონაწილეობა მიიღო ამ სოფელში მცხოვრებმა სხვა მოსწავლეებმაც, რომლებიც კლუბის წევრები არ არიან. 

დასუფთავების აქციის მონაწილეებმა შეაგროვეს ნაგავი ქუჩებში და ასევე დაასუფთავეს სოფელში მდებარე წყაროს მიმდებარე ტერიტორია.