გარემოსდაცვითი შინაარსის თოჯინების თეატრი თბილისის 169-ე სკოლაში

თბილისის 169-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს თანატოლებისათვის თოჯინების თეატრის საშუალებით გაეცნოთ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. მოთხრობების: "ჩვენ ნარჩენები და დანარჩენები" მიხედვით ბავშვებმა დაწერეს სცენარი და შექმნეს პერსონაჟები. 

სპექტაკლის მთავარი გმირები ნინი და დათუნა არიან, რომლებიც გვასწავლიან, თუ როგორ უნდა დავახარისხოთ ნარჩენები, რომ ისინი გამოდგეს მეორადი გადამუშავებისთვის, რატომ უნდა ვთქვათ უარი პოლიეთილენის პარკებზე და საყიდლებზე ჩვენი ნაჭრის ჩანთით ვიაროთ. ეს და სხვა საჭირო რჩევები ბავშვებამდე სპექტაკლის გმირებს მიაქვთ. 

თებილისის N169 სკოლის ეკოკლუბელები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული აქტივობით პატარები ხალისით გაეცნობიან და შეისწავლიან ნარჩების მართვის საკითხებს.