სენაკის N1 სკოლის ეკოკლუბელების ვიზიტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ "ლაზარში“

სენაკის #1 საჯარო სკოლის CENN გუნდი „ეკოპის“ წევრებმა, (სპმთპ) საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელთან, სპმთპ წევრი პედაგოგები და სპეცმასწავლებლებთან ერთად, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განხორციელეს ვიზიტი სენაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ „ლაზარში“. 

დღის ცენტრ „ლაზარეს“ აღსაზრდელებს, სტუმრებმა გაულამაზეს ეს დღე და გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები, ტკბილეული. მოუმზადეს საინტერესო სიურპრიზები და ორმხრივი მეგობრობის ნიშნად ლარნაკებში ჩარგეს ყვავილები.