წალენჯიხის N3 სკოლის ეკოკლუბს, გრანტის მოპოვებით სკოლის მიმდებარე დაჭაობებული ტერიტორიის მოწესრიგებას სურს

სამეგრელოში, წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის გუნდ,,ჰამადრაიდების“ წევრები აქტიურად მონაწილოებენ ,,ნეო გენის“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რათა მოაგვარონ ერთ- ერთი პრობლემა, რომელიც ეხება სკოლის მიმდებარე დაჭაობებული ტერიტორიის მოწესრიგებას. 

მოსწავლეებმა მომაზადეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 1300 ლარით დაფინსასებას და წარუდგინეს ,,ნეო გენის“ ორგანიზაციას, აგრეთვე ფინანსური დახმარებისთვის მიმართეს ქალაქ წალენჯიხის მერს, რომელმაც დახმარების სახით გუნდს პირობა მისცა, საგარანტიო ფურცელთან ერთად, რომ 700 ლარის ოდენობით დააფინანსებს პროექტს. 

გუნდის წევრებთან ერთად ამ პროექტში აქტიურად არიან ჩართული სკოლის კურსდამთავრებულებიც, რომლებიც შეძლებისდაგვარად ფინანსურად დაეხმარებიან სკოლას. პროექტის ჯამური ღირებულება 2950 ლარია. პროექტი განხილვის პროცესშია და გუნდი ელოდება შედეგს.