გაგრასთან ახლოს ტყის მასივი იწვის

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გაგრასთან ახლოს ტყის მასივი იწვის. ამ ინფორმაციას აფხაზური საინფორმაციო საშუალებებიც ადასტურებენ.

ცეცხლმა მოიცვა 4 კვადრატული კოლომეტრი. ხანძარი ჯერ კიდევ ორშაბათს გაჩნდა და მისი ლოკალიზება ამ ეტაპზე ისევ ვერ ხერხდება. ხანძრის ჩაქრობაზე გაგრის სამაშველო სამსახურის 80 მაშველი მუშაობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.