გარემოსდაცვითი საინფორმაციო შეხვედრა ზუზუმბოს ტყეში

მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები ამავე სკოლის ეკოკლუბის წევრებთან ერთად, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, იმყოფებოდნენ, ადგილობრივ ზუზუმბოს ტყეში.

თელავის N4 სკოლის ეკოკლუბელებმა პატარა თანასკოლელებს ჩაუტარეს საინფორმაციო შემცნებითი შეხვედრა, და ისაუბრეს თუ როგორ უნდა მოიქცნენ ლაშქრობის დროს, რათა ზიანი არ მიაყენონ ბუნებას და არ დაანაგვიანონ. 

ლაშქრობის ბოლოს გაიმართა მხიარული ვიქტორინა.