ეკოვიქტორინა სამეგრელოს სკოლებისათვის

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ზუგდიდის ეკოჰაბში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში მონაწილე აქტიური მოსწავლეების, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ  ხეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ტყის მცველნი“-ს წევრების ჩართულობით ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ პარკში ახალგაზრდებისთვის ეკოვიქტორინა ჩატარდა. 

ეკოვიქტორინის მთავარი თემა გარემოს პლასტიკით დაბინძურება იყო. გამოვლინდა სამი გამარჯვებული რომელთაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ. ეკოჰაბში ფილმის „პლანეტა დედამიწა“ ჩვენება-განხილვაც გაიმართა.