"ადამიანის უფლებები პანდემიის დროს"

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკო კლუბი ,,EDC- გარემოსდამცველთა კლუბი 11 აპრილს დაესწრო ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLOG) პროგრამასთან თანამშრომლობით, დისტანციური დისკუსიების სერიის ,,ადამიანის უფლებები პანდემიის დროს" ფარგლებში გამართულ დისკუსიას ,,ევროპის ადამიანის უფლებთა კონვენცია და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის ფარგლები პანდემიის დროს"

მომხსენებელი იყო სოფო ჯაფარიძე - ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. მოდერატორი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი გახლდათ

მსმენელებს დისკუსიაში თავისუფლად შეეძლოთ ჩართვა. საუბრობდნენ, კითხვებს სვამდნენ და უაღრესად საინტერესო საუბრით გაიმდიდრეს ცნობიერება ევროპის ადამიანთა უფლების კონვენციის შესახებ.