10 აპრილს ბაღდათის სოფელ როკითის სკოლის ეკოკლუბი დაესწრო ვებინარების კვირეულის მესამე ონლაინ სემინარს „ნარჩენების მართვა კრიზისის დროს ნინო თევზაძესთან ერთად!“ და ნარჩენებისგან ახალი ნივთების შექნის პრაქტიკული ვორკშოპი“. სემინარი ჩატარდა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ორი პროექტის “ეს წალკაა” და “ქედა ლიდერი” ფარგლებში, CENN-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ.
სემინარზე განიხილეს რა არის ნარჩენები, ნარჩენების მართვა, ნარჩენების მართვის კოდექსი, ეროვნული სტრატეგია, ეროვნული სამოქმედო გეგმა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა.
ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელია სახელმწიფოც, კომპანიები და მოსახლეობაც. აუცილებელია ქცევაში შემოვიტანოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ნარჩენების შემცირებაში. მომხსენებელმა ბოლოს ისაუბრა კრიზისულ იზოლაციაში ნარჩენების მართვაზე. რომ აუცილებელია პირბადეები, ხელთათმანები, ხელსახოცები და სხვა ხმარების შემდეგ მოთავსდეს პოლიეთილენის პარკებში და ისე მოთავსდეს სანაგვე კონტეინერებში. დროებით სეპარაციაზე მომუშავე კომპანიები შეჩერდნენ უსაფრთხოების გამო.
ნარჩენების მართვის დადებითი მხარე არის ის, რომ მცირდება რესურსების მოხმარება , ნარჩენების და დაბინძურების რისკი გარემოში, ასევე მათი გადამუშავებისას ვიღებთ ახალ ენერგიას, რაც თავისთავად სასარგებლოა. იქმნება ახალი სამუშაოები. საქართველოში არის სეპარირებული ნარჩენების კომპანიები მაგალითად: შუშის, ქაღალდის, საბურავების, ალუმინის. თუმცა ჩვენი ქვეყნიდან ალუმინი საზღვარგარეთ გადის.
ნატალი ტეილორმა კი ვებინარის ფარგლებში ეკოკლუბელებს აჩვენა ნარჩენების ხელახალი გამოყენების პრაქტიკული მაგალითები.
მიზანი 4-ხარისხიანი განათლება