წალენჯიხის მიქავას თემის N2 სკოლის მოსწავლეების გარემოსდაცვითი აქცია მავნებლების წინააღმდეგ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის მიერ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული გარემოსდაცვითი აქცია მიმართული იყო მავნებლების წინააღმდეგ და დაავადებისგან მცენარეთა დასაცავად.

მოსწავლეებმა მცენარეთა დასაცავად გამოვიყენეს ეკოლოგიურად სუფთა მეთოდები და ამ მიზნით სკოლის ეზოში დარგული ნეკერჩხლის ნერგები დაამუშავეს კირიანი წულით, ხოლო დიდხნოვან მცენარეებს ბავშვებმა მოაშორეს დაზიანებული ტოტები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლა კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.