შიდა ქართლში, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა მათ წარმოსახვით, ცოდნით და ამავე სკოლის ეკოკლუბის მხარდაჭერით, შექმნეს ელექტრონული ნამუშევრები მსოფლიოში არსებულ გლობალურ პრობლემაზე, მის საფრთხეებზე, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანებზე.
გორელმა მოსწავლეებმა საზოგადოებას მოუწოდეს გლობალური პანდემიისას დარჩნენ სახლში, საკუთარი და სხვების უსაფრთხოების მიზნით.
"მოხარულები ვართ, რომ საზოგადოებრივი თვითშეგნების დონე დავიდა ისეთი ასაკის ადამიანებამდე, როგორებიც არიან მე-5 კლასელები. სწორედ ამ ასაკიდან განვითარებული სწორი დამოკიდებულებები გადაარჩენს მსოფლიოს" - გვწერენ გორის N12 სკოლის ეკოკლუბიდან.